26 აპრილი 2024,   16:14
ვრცლად
"კიდევ უფრო კარგად შეეშინდებათ" - ახალი მთავრობის ფორმირებამდე მინისტრობის კანდიდატები სამომავლო გეგმებზე საუბრობენ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და დროებითი მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც დეპუტატებმა დღეს ნდობა უნდა გამოუცხადონ - დაახლოებით სამ კვირაში კი საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა ხელახლა წარედგინება.

დეპუტატებსა და მინისტრობის კანდიდატებს გუშინ საკმაოდ დატვირთული დღე ჰქონდათ - მთავრობის დამტკიცებამდე საჭირო ყველა პროცედურა საკანონმდებლო ორგანომ, რეკორდულ დროში, 10 საათში გაიარა. სამკვირიანი მთავრობისთვის კენჭისყრამდე მინისტრობის კანდიდატები სამომავლო გეგმებზე და მათ უწყებებში სავარაუდო ცვლილებასთან დაკავშირებით საუბრობენ.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მისთვის სულერთია იქნება თუ არა ახალ შემადგენლობაში, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ის "ქართული ოცნების" მთავარი მოთამაშე იქნება. წულუკიანი ოპონენტებსაც აფრთხილებს და აცხადებს, რომ მინისტრის პორტფელის დატოვების შემთხვევაში, მათ წულუკიანის "კიდევ უფრო კარგად შეეშინდებათ." 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გუნდი მთავრობის დამტკიცებას ელოდება, რის შემდეგაც გაიმართება კონსულტაციები ახალი მთავრობის ფორმირებაზე.

"ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ უწყების გამსხვილებას. როგორც ითქვა მთავრობის კონცეფციასთან და მცირე მთავრობის კონცეფციასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები,"-აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

მთავრობის ფორმირებაზე საუბრობს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ გიორგაძეც და კოლეგებს მოუწოდებს, რომ პროცესის საბოლოოდ დამტკიცებამდე ერთმანეთზე და საკუთარ თავზე არ ისაუბრონ.

"ეს არის პრემიერის პრეროგატივა ახალი მტავრობის წევრების წარდგენა და არამგონია მინისტრებმა უნდა ერთმანეთზე ან საკუთარ თავზე ილაპარაკონ ამ შემთხვევაში,"-აცხადებს მიხეილ გიორგაძე.

დღის ამბები