26 აპრილი 2024,   16:22
ვრცლად
გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის უშიშროების საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდიან

გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის უშიშროების საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ საუბარია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა მთავრობათაშორისი კონსულტაციების შედეგად მიიღეს.

მხარეები მიიჩნევენ, რომ უფრო მჭიდრო კოორდინაციისთვის ორგანიზაციას ახალი პლატფორმა სჭირდება. ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბარია ევროკავშირის სამხედრო პოტენციალის გაზრდაზეც.

გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივას წევრი ქვეყნები სამიტზე განიხილავენ, რომელიც 28-29 ივნისს გაიმართება.

დღის ამბები