26 აპრილი 2024,   04:51
ვრცლად
დროებითი მთავრობის სამთავრობო გეგმა - მამუკა ბახტაძე დეპუტატების კითხვებს 5 საათზე მეტ ხანს პასუხობდა

დროებითი მთავრობის სამთავრობო გეგმა - პარლამენტმა დღეს მამუკა ბახტაძეს მოუსმინა. დებატების რეჟიმი საქართველოს პარლამენტში ხუთ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.  

მთავარი თემა ისევ „ქართული ოცნების“ კანდიდატის მეირ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ენმ-სთვის შეწირული 20 ათასი ლარი იყო. ბახტაძე დღევანელ  სხდომაზეც ამტკიცებდა, რომ მას მაშინდელი მმართველი პარტიისათვის ფული არ გადაურიცხავს და მისი ანგარიში ტექნიკურად გამოიყენეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრების კითხვები დღეს მამუკა ბახტაძის ეკონომიკურ პოლიტიკასაც ეხებოდა. დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ არ გაატარა მან იგივე რეფორმები მაშინ როდესაც ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.

მამუკა ბახტაძესთან ერთად დღეს დარბაზში მთავარი მოქმედი გმირი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იყო, რომელსაც პრემიერობის კანდიდატისთვის დასმულ არაერთ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. მათშორის მას განმარტებები მოსთხოვეს ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე.

„ქართული ოცნების“ 6 წლიანი მმართველობა კრიტიკის საგანი დღეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხები გამო არ გამხდარა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება ხალხის მიზანმიმართულ გაღარიბებაში დაადანაშაულა.

პასუხად კი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ გამოსავალი არსებობს და ის მის ახალ პროგრამაშია. 

დღის ამბები