25 სექტემბერი 2018,   14:07
ვრცლად
"ქუჩის მუსიკოსების კოდექსი" - ხელოვანებს შესაძლოა, რეგულაციები დაუწესდეთ 

ქუჩის მუსიკოსებს შესაძლოა, რეგულაციები დაუწესდეთ. ღამის ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელმა არ გამორიცხა, რომ ხელოვანებს გარკვეული საბუთიც კი დასჭირდეთ იმისათვის, რომ ქუჩაში დაუკრან.

სერგი გვარჯალაძის თქმით, ქუჩაში ნიჭიერების გარდა, მღერიან ისეთი მოქალაქეებიც, რომელთა ნამღერიც ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს.

მთავარ კითხვაზე, რისთვის არის საჭირო ქუჩის მუსიკოსების გადარჩევა, პასუხი სერგი გვარჯალაძემ რამდენჯერმე შეცვალა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის განცხადება არასწორად იქნა გაგებული. 

ღამის ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელის განცხადება კრიტიკის მიზეზი გახდა. ქუჩის მუსიკოსები აცხადებენ, რომ რეგულაციები არ სჭირდებათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები