26 აპრილი 2024,   06:45
ვრცლად
წმინდა სინოდის საბოლოო განჩინება - მეუფე შიო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა

წმინდა სინოდის სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიოს სტატუსი დაზუსტდა.

სხდომის ოქმის მიხედვით, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეა.

მეუფე შიო ილია მეორემ სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებითაც დააჯილდოვა.

განჩინების მიხედვით, წმიდა სინოდის გუშინდელ სხდომაზე პატრიარქმა ილია მეორემ "უკრაინაში შექმნილ რთულ საეკლესიო ვითარებაზეც" ისაუბრა.

წმიდა სინოდის სხდომის ოქმში წერია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, მღვდელმთავრები მსოფლიო, რუსეთისა და უკრაინის საპატრიარქოს წერილებს გაეცნენ.

„სინოდის კრებამ დაადგინა: დაზუსტდეს მოსაყდრის ამჟამად არსებული საკითხის განსაზღვრება შემდეგი სახით: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ისაუბრა უკრაინაში შექმნილ საეკლესიო რთულ ვითარებაზე.

საქართველოში შემოსულია სამი წერილი. იქნა წაკითხული წერილები და სინოდის წევრები გაეცნენ შექმნილ ვითარებას უკრაინაში შექმნილ საეკლესიო ვითარების შესახებ,“-განაცხადა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტმა  მეუფე დავითმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები