26 აპრილი 2024,   04:52
ვრცლად
ბოდრუმის ღამის კლუბში სროლას მომღერალი და კლუბის მეპატრონე ემსხვერპლნენ

სროლას თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმში 2 ადამიანი ემსხვერპლა. ტურისტებსა და ადგილობრივებს შორის პოპულარულ ღამის კლუბში შეირაღებული პირები შეიჭრნენ და შენობაში მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს.

სროლის შედეგად დაიღუპა სცენაზე მყოფი მომღერალი ქალი და კლუბის მეპატრონე. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომხდარიდან რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა 4 ეჭვმიტანილი დააკავეს. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია .

დღის ამბები