26 აპრილი 2024,   07:19
ვრცლად
საჩხერეში რამდენიმე სოფელი წყლის მიწოდებას ითხოვს

საჩხერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი წყლის მიწოდებას ითხოვს.

ადგილობრივ გამგეობაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა, მისი დასრულება მხოლოდ მომავალ წელს იგეგმება.

გამგეობის დაპირების მიხედვით, 5 სოფლის, დაახლოებით, 5 600 მცხოვრები წყალს მომავალი წლის ზაფხულიდან მიიღებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის დაპირებები უკვე დიდი ხანია, ესმით, თუმცა, წლევანდელ ზაფხულსაც ისევ უწყლოდ და გაუსაძლის პირობებში ხვდებიან.

 

 

 

დღის ამბები