15 დეკემბერი 2019,   15:31
ვრცლად
თამარ მეფის გამზირზე მუნიციპალურ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა {ვიდეო}

თამარ მეფის გამზირზე მუნიციპალურ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევამ პანიკა გამოიწვია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, რომ ცეცხლი გაყვანილობას გაუჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

ადგილზე მეხანძრეები იყვნენ მობილიზებულები.

შსს-ის ცნობით, მომხდარზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს და უწყებას გამოძიება არ დაუწყია.

დღის ამბები