02 მაისი 2024,   01:48
ვრცლად
მასობრივი საკადრო წმენდა თურქეთში - სამსახური 18 ათას მოხელეს დაატოვებინეს

არჩევნების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ მასობრივი საკადრო წმენდის მეორე ტალღა დაიწყო. სამთავრობო გაზეთის ინფორმაციით, სახელმწიფო სამსახურები 18 ათას მოხელეს დაატოვებინეს. ყველაზე მეტი თანამშრომელი ძალოვანი სტრუქტურებიდან გაათავისუფლეს, მათ შორის 9 ათასამდე ადამიანი შინაგან საქმეთა უწყებიდან გაუშვეს, შეიარაღებული ძალებიდან კი 6 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლეს. ამას გარდა თურქეთის ხელისუფლებამ 12 არასამთავრობო ორგანიზაციას შეუწყვიტა მუშაობის უფლება; დაუხურა გაზეთები და დამოუკიდებელი ტელეკომპანია. საკადრო წმენდა ისევ 2 წლის წინ მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება, რის შემდეგაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ამ პირობებში მინისტრთა კაბინეტებს საკადრო წმენდის პოლიტიკის გასატარებლად პარლამენტის თანხმობა არ სჭირდება. 

დღის ამბები