26 აპრილი 2024,   04:45
ვრცლად
შენარჩუნებული ძალოვანი მინისტრები და შეცვლილი ეკონომიკური ბლოკი - პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა

შენარჩუნებული ძალოვანი მინისტრები და შეცვლილი ეკონომიკური ბლოკი - პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალი შემადგენლობა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა, რომელშიც ახალი სახეებიც არიან. 

დღეიდან ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი ქობულია დაიკავებს, ფინანსთა მინისტრად ვანო მაჭავარიანია წარდგენილი, მიხეილ ბატიაშვილი კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე დაასახელეს.

პრემიერის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დავით ზალკალიანი შეინარჩუნებს. 

მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმიანისტრაციის ახალი ხელმძღვანელიც დაასახელა და მას კახა კახიშვილი დაიკავებს. 

პოსტს ინარჩუნებს მინისტრთა კაბინეტის ძალოვანი უწყებების ბლოკი, მათ შორის თეა წულუკიანიც, რომლის შეცვლასაც საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვდა. 

პროცედურის თანახმად, მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს, რის შემდეგაც შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნება, რასაც დამტკიცებამდე კომიტეტებში განხილვები მოჰყვება.

 

დღის ამბები