26 აპრილი 2024,   17:14
ვრცლად
მკვლელობა მესტიაში - ინციდენტში მონაწილე პირთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდნენ მესტიის პოლიციაში იმ სასტუმროს მფლობელები, რომლის მიმდებარედაც ლუკა ფალიანი სასიკვდილოდ დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე პირთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა 25 წლის ახალგაზრდაზე თავდასხმაში მონაწილე პირებს ამ დრომდე ეძებენ სამართალდამცველები.

ამოღებულია სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებიც, თუმცა თავდამსხმელთა იდენტიფიცირება ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა.

ადგილობრივები ჰყვებიან,რომ ინციდენტის დროს ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც გადაადგილდებოდნენ, მაგრამ მათ შესაბამისი ზომები არ მიუღიათ და ფალიანის ახლობლები სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები