23 ოქტომბერი 2018,   21:20
ვრცლად
სტომატოლოგია განვადებით და მოტყუებით ჩასმული კვბილები - ქობულეთის მოსახლეობა სტომატოლოგს თაღლითობისთვის უჩივის

საბანკო ვალდებულებით და კბილების გარეშე დარჩენილი ფოთელები - სტომატოლოგის თაღლითური სქემით მოქალაქეებს, რომლებსაც ეგონათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით უფასოდ მოემსახურებოდნენ, სინამდვილეში საბანკო კრედიტზე მოაწერინეს ხელი.

ქობულეთის მოსახლეობის თქმით, ექიმმა ისინი დაარწმუნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, კბილების მკურნალობა დაფინანსდებოდა და მოტყუებით ხელი საბუთებზე მოაწერინა.

ქობულეთის ასამდე მოქალაქემ იმის შესახებ, რომ კბილები არა საყოველთაო დაზღვევით, არამედ განვადებით გაიკეთეს, ერთი თვის შემდეგ გაიგეს, მაშინ, როდესაც ბანკმა მათ პროცენტის გადახდა მოსთხოვა.

დაზარალებულმა პაციენტებმა ექიმს უჩივლეს. გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო.  ექიმი კი, რომელსაც ასამდე პაციენტი უჩივის, ბრალდებებს არ ადასტურებს.

 

 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

 

დღის ამბები