26 აპრილი 2024,   16:30
ვრცლად
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტი - მონაწილეებს დედაქალაქის მერმა საკრებულოში მიღებაზე უმაპინძლა

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის მონაწილეებს დედაქალაქის მერმა საკრებულოში მიღებაზე უმაპინძლა. კახა კალაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

OGP-ის მეხუთე გლობალური სამიტი თბილისში დღეს იხსენება და სამი დღე გაგრძელდება - მასში 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობს. სამიტის მონაწილეები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელებენ და არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

„შთამბეჭდავია ის შედეგები, რასაც საქართველომ მთავრობის უფრო ღიაობისა და ჩართულობის გაზრდის კუთხით მიაღწია. ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლება უფრო ახლოს იყოს ხალხთან, შეიქმნას შესაძლებლობები იმისთვის რომ უბრალო ადამიანებმა თვალი ადევნონ და გავლენა იქონიონ მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების დახარჯვის საკითხებზე; ასევე შეიქმნას შესაძლებლობები ხალხმა მონაწილეობა მიიღოს ისეთი მომსახურებების განვითარებაში, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება, ანუ ისეთ საკითხებში რაც ხალხისთვის განსაკუთრებით მნიშვნელობვანია,”-განაცხადა OGP-ის ქვეყნების მხარდაჭერის მთავარი ოფიცერმა პოლ მასონიმ.

დღის ამბები