26 აპრილი 2024,   05:33
ვრცლად
ნიკა მელია USAD-ის ვაშინგტონის ოფისის ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს მდივანი USAD-ის ვაშინგტონის ოფისის ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა. ნიკა მელიამ და ბროკ ბირმანმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა წინასაარჩევნო პროცესებზე.

შეხვედრას შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც ესწრებოდა.

„საუბარი შეეხო უკლებლივ ყველა აქტუალურ და  მნიშვნელოვან საკითხს, რომლის წინაშეც დგას დღეს მთელი ქართული პოლიტიკური კლასი, განსაკუთრებით, ოპოზიციური პარტიები. ასევე, რა თქმა უნდა, შეეხო საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. საუბარი შეეხო კარს მომდგარ საპრეზიდენტო არჩევნებს და ძალიან დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, რა წინაღობებს აწყდება ყველა ოპოზიციური პარტია და ის, რომ რეალურად, ქვეყანაში არის ოლიგარქიული წესწყობილება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

დღის ამბები