16 ოქტომბერი 2018,   21:41
ვრცლად
აშშ-ის მთავრობა საქართველოს სანაპირო დაცვას "აილენდის" კლასის საპატრულო კატარღებს ჩუქნის

"აილენდის" კლასის საპატრულო კატარღები საქართველოში გამოსამგზავრებლად ემზადებიან. აგვისტოს ბოლოს კატარღები ბალტიმორის ნავსადგურში გადავლენ, საიდანაც მათ საოკეანო სატვირთო ხომალდები საქართველოში ჩამოიტანენ. “აილენდის” კლასის კატარღებს საქართველოს სანაპირო დაცვას შეერთებული შტატების მთავრობა აძლევს.

საპატრულო კატარღების გადაცემა ქართული მხარისთვის ამერიკის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს სპეციალური პროგრამით ხდება. ამ პროგრამის მიხედვით, ამერიკული შეიარაღებული ძალების ტექნიკას, რომელიც მოჭარბებულია ან აღარ არის საჭირო შეერთებული შტატებისთვის, პარტნიორი ქვეყნები დაბალ ფასად ან უფასოდ იღებენ. სანაპირო დაცვის ეს 2 ხომალდი ქართულ მხარეს საჩუქრად გადაეცა.

ამერიკულმა მხარემ სპეციალური კურსი შეადგინა, რათა სანაპირო დაცვის ქართველ ოფიცრებს 9 კვირის მანძილზე ბალტიმორის ბაზაზე სწავლება გაევლოთ. 

“აილენდის” კლასის კატარღები საკმაოდ სწრაფია, რათა შეასრულონ სანაპირო დაცვის ფუნქციები ზღვაზე არალეგალური საქონლის და იარაღის ტრანსპორტირების, ნარკოტიკების გადატანის თუ სხვა უკანონო საქმიანობის აღსაკვეთად.

დღის ამბები