26 აპრილი 2024,   17:05
ვრცლად
კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ევროსთან მიმართებაში კი - გაუფასურდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4417 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4503 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0086 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8436 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8433 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.

 

 

 

დღის ამბები