02 მაისი 2024,   01:45
ვრცლად
თუ აშშ-ს ირანი დაემუქრება, ისტორიაში მის ნაბიჯს ყველაზე ცუდი შედეგი მოჰყვება - ტრამპი როუჰანის განცხადებას ეხმაურება

თუ ირანი შეერთებულ შტატებს დაემუქრება, ისტორიაში მის ნაბიჯს ყველაზე ცუდი შედეგი მოჰყვება, - ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი ჰასან როუჰანის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ირანის ლიდერმა დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ირანს მშვიდობიანი ურთიერთობაც შეუძლია და ძლიერი ომის წარმოებაც, რაც ამერიკელებმა უნდა გაითვალისწინონ.

სიტყვიერი დაპირისპირება ვაშინგტონის გადაწყვეტილებას მოჰყვა. შეერთებული შტატები ირანს ახალ სანქციებს უწესებს.

მის ამ ნაბიჯს კი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი, რომლებსაც 2015 წლის ბირთვულ გარიგებაზე ხელი აქვთ მოწერილი. შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა სამი თვის წინ დატოვა.

დღის ამბები