19 მაისი 2024,   05:36
ვრცლად
22 წლის ახალგაზრდას პოლიციელმა თავში ესროლა - სამართალდამცველს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ 

ინსპექტორ-გამომძიებელ ჭაბუკა ლემონჯავას დღეს სავარაუდოდ ბრალი ოფიციალურად წარედგინება. ის ამ დრომდე ფოთის საავადმყოფოში ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს, თუმცა დაკავებულის ადვოკატი მის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა 22 წლის ნაზიმ გუზანოვს მაშინ ესროლა, როცა ის ფოთის ცენტრში სწრაფი გადახდის აპარატის დაზიანებას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიციელმა ახალგაზრდას მხოლოდ მას შემდეგ ესროლა, რაც ის ლემონჯავას თავს დაესხა და სავარაუდოდ, ჩაქუჩით თავის არეში ჭრილობა მიაყენა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები