10 მაისი 2024,   00:21
ვრცლად
ეს გადაწყვეტილება გვართმევს საკანონმდებლო ბერკეტს, ვაკონტროლოთ ქვეყანაში ამ ნარკოტიკის მოხმარება - აკაკი ზოიძე მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებაზე

მმართველი გუნდი მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პარლამენტს საკანონმდებლო ბერკეტები გამოაცალა.

საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებული ხდება და პირს ადმინისტრაციული ჯარიმა არ დაეკისრება.

ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი კანონის გამკაცრებით პასუხობს. პარლამენტის მიერ შემუშავებული ცვლილებების მიხედვით, მარიხუანას მოხმარება უნდა აეკრძალოს არასრულწლოვანს, კონკრეტულად კი 21 წლამდე ასაკის ადამიანს.

გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ადგილები, სადაც მისი მოხმარება იქნება დაშვებული. აკრძალვები შეეხება საჯარო სამსახურებს და იმ პროფესიის ადამიანებს, რომელზეც ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.

„მიუხედავად იმისა, ვინ რას ბრძანებს, რეალურად, ფორმალურად, მარიხუანა რჩება აკრძალული, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გუშინდელმა გადაწყვეტილებამ გამოგვაცალა ბერკეტი კანონის აღსრულებისთვის.

სასამართლოს სჯობდა ემსჯელა სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე მარიხუანას გარდა და არა მარიხუანას ასეთ გადაწყვეტილებაზე, რომელის საკანონმდებლო ბერკეტებს გვართმევს, რომ ვარეგულიროთ ამ ნარკოტიკის მოხმარება ქვეყნაში.ის რომ მარიხუანა ნარკოტიკია ყველას ავიწყდება.


მაქსიმალური შეზღუდვები და აკრძალვები გამოვიყენოთ მარიხუანასთან მიმართებაში. მომხრე ვიქნები,რომ ეს გავრცელდეს 21 წლამდე, როგორც ეს ცივილურ ქვეყნებშია,“-აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.

დღის ამბები