20 მაისი 2024,   14:45
ვრცლად
საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 6 პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

გამჭვირვალობის შესახებ სადავო კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე ექვსივე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მათგან ორს გამოძიება, აქციების მიმდინარეობისას, პოლიციელსა და მეხანძრე მაშველზე თავდასხმას, ოთხს კი სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.

აქტივისტების ნაწილს უკვე ესაუბრნენ ადვოკატები. ბრალის წარდგენის პროცედურების შემდეგ, სასამართლო სხდომები დაინიშნება, სადაც დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ.

დღის ამბები