02 მაისი 2024,   02:10
ვრცლად
ძალადობის, გაუპატიურებისა და ძარცვის ბრალდებით დაკავებული ტაქსის მძღოლისთვის სასჯელის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ძალადობის, გაუპატიურებისა და ძარცვის ბრალდებით დაკავებული ტაქსის მძღოლისთვის სასჯელის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მას ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. დაცვის მხარე, სავარაუდოდ, მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა ორი დღის წინ დააკავეს. ტაქსის მძღოლს მგზავრი ქალის გაუპატიურების მცდელობა და გაძარცვა ედება ბრალად.

დღის ამბები