26 აპრილი 2024,   07:17
ვრცლად
მეტი ჯანი აღარ იყო, უნდა წამოვსულიყავით, თან არ გვინდოდა - მისამართშეცვლილი ოჯახების ისტორია

2008 წლის აგვისტოს ომი - სოფელ ვანათიდან მისამართშეცვლილი ოჯახების ნაწილი ახალ ხურვალეთში ცხოვრობს.

ისინი ოკუპანტის შესვლის შედეგებზე საუბრობენ და იმ დღეებს იხსენებენ, როდესაც მათ სოფლებში შევიდნენ.

„მეტი ჯანი აღარ იყო, უნდა წამოვსულიყავით, თან არ გვინდოდა, თან მერე ბიძაშვილმა მითხრა, წავიდეთ, ჩაგვხოცავენ და ეგ იქნებაო და ღამის 4 საათზე, გათენებისას, გამოვუშვი ჩემი ღორი, ინდაურები, ქათმები, დავუყარე საკვები, მოვუშვი წყალი, მიმართულება მივეცი ბაღისკენ, რომ სანამ ვინმე წაიყვანდა, მოიპარავდა, მანამდე ეცოცხლათ, მაგრამ მე წამოვედი, წამოვიღე წმინდა გიორგის ხატი და სანთელი,“ - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

მათი თქმით, სოფლებიდან დაცლის დროს ტყეში იმალებოდნენ.

აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ ცდილობენ, ყველაფერი თავიდან დაიწყონ და ყოფით პრობლემებს გაუმკლავდნენ.

დღის ამბები