26 აპრილი 2024,   06:42
ვრცლად
10 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - გორში ტრაგიკულ დღეებს იხსენებენ

აგვისტოს 5 დღე და ომი, რომელიც ყველაზე მეტად გორის მცხოვრებლებს შეეხო -რუსული ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ ადგილობრივები კიდევ ერთხელ იხსენებენ ტრაგიკულ დღეებს და იმ სისასტიკეს, რომელიც მათ და მათი ოჯახის წევრებს რუსული აგრესიის შედეგად გადახდათ.

„ჩემი მეუღლე დაჭრილი იყო, ჩვენ სულ დანგრეულები ვიყავით. ცუდად ვიყავი, ხუთი წუთის გასული იყო სასწრაფო, წინა ბინა რომ დაიბომბა და შემოინგრა ეს ყველაფერი. სულყველაფერი დანგრეული იყო,“-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

ომგამოვლილი ოჯახები "კურიერთან" მძიმე სოციალურ პირობებზეც საუბრობენ და ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ომიდან 10 წლის შემდეგ მათ ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ სახლები გარედან შეღებეს. გორში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ისინი მიატოვა.

„იმ უნიათო მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ ნუთუ ასეთ დაბომბილ ბინაში, ასეთ ეზოში უნდა ვცხოვრობდე? 50 ლარს თხოულობენ თითო ოჯახიდან ასფალტს დაგიგებთო,“-განაცხადა ერთმა ადგილობრივმა. 

დღის ამბები