11 დეკემბერი 2018,   01:00
ვრცლად
"საშიში განცხადებები, რომელიც შესაძლოა საქართველოს ძვირი დაუჯდეს"-მესამე სექტორი აგვისტოს ომზე გაკეთებულ რამდენბიმე განცხადებას ეხმაურება

საშიში განცხადებები, რომელიც შესაძლოა საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში ძვირი დაუჯდეს - ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური კანდიდატების მხრიდან აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. მესამე სექტორი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  ხელს აწერენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიციის წევრი ექვსი ორგანიზაცია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

"აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, პოლიტიკოსების მხრიდან, წინასაარჩევნო თუ სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის გაკეთებული განცხადებები, რომლის მიხედვით 2008 წლის ომის დაწყებაში ბრალი საქართველოს მიუძღვის განსაკუთრებით საშიშია. საშიშია იმ ფონზე, როდესაც აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. სასამართლოს უკვე მიმართა ათასობით დაზარალებულმა, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ რუსი და ოსი სამხედროებისა და შეიარაღებული პირების მხრიდან ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე. ამასთანავე, რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, რაც კიდევ უფრო ართულებს გამოძიების პროცესს და ჭეშმარიტების დადგენას საქმის შესახებ. ამ ვითარებაში, დაუშვებელია, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისა და კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის საკითხებით სპეკულირება. ამან, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ომით დაზარალებული პირებისთვის სამართლიანობის აღსრულებას. მსგავსი პოლიტიკური შეფასებები სრულ თანხვედრაშია რუსულ პროპაგანდასთან, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების უგულვებელყოფას და პასუხისმგებლობის პოლიტიკურ არენაზე გადატანას,"-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. 

 

 

დღის ამბები