02 მაისი 2024,   01:32
ვრცლად
10 წელი შინდისის ბრძოლიდან და გმირულად დაღუპული 17 ჯარისკაცი

შინდისის ბრძოლის 10 წლისთავი - ბრძოლა შინდისთან აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდი იყო, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც წარმოუდგენელი გმირობისა და თავდადების მაგალითი.

შეტაკება 2008 წლის 11 აგვისტოს, დილის 10 საათისთვის მოხდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის ასეულის წინაშე მარტო აღმოჩნდა.

ოკუპანტების სამხედრო ტექნიკაზე მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის მიზნით ქართული დროშები იყო აღმართული.

შინდისთან, რკინიგზის სადგურთან ახლოს ქართველი სამხედროები უთანასწორო ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ.

რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა უკან არ დაიხიეს. ოკუპანტებმა რამდენჯერმე გამოიძახეს დახმარება. სისხლიანი შეტაკება საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბოლოს ქართველ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს. უთანასწორო ბრძოლას სულ 17 ქართველი შეეწირა.

ამავე თემაზე
დღის ამბები