17 ნოემბერი 2018,   11:47
ვრცლად
ლარი გაუფასურებას განაგრძობს - ეკონომისტები ფასების ზრდის გარდაუვალობაზე საუბრობენ

ბოლო 24 საათში ეროვნული ვალუტა კიდევ 6 თეთრით გაუფასურდა. ლარი ხუთშაბათის შემდეგ 17 თეთრით არის გაუფასურებული.

ეკონომიკური სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ თუ კრიზისი კიდევ გაგრძელდება, ქვეყანაში ფასების ზრდა სხვადასხვა პროდუქტზე გარდაუვალი იქნება.

სპეციალისტები ეროვნულ ვალუტის რყევას თურქეთში ლირის დევალვაციას უკავშირებენ. თუმცა აკრიტიკებენ ხელისუფლებასაც, რადგან მათი თქმით, მთავრობას გარე შოკის გასანეიტრალებლად არანაირი გეგმა არ გააჩნია.

ეროვნული ბანკი უკვე მე-5 დღეა დუმს. ქვეყნის ცენტრალური საფინანსო უწყება ჯერ არ ჩქარობს განმარტებას გაკეთებას. ცნობილი არ არის, აპირებს თუ არა ეროვნული ბანკი რეზერვების გამოყენებას.

მოვლენების დრამატულად განვითარების საფრთხეს ვერ ხედავს და ფასების უახლოეს დღეებში ზრდას არ ელოდება მმართველი პარტია. თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საშუალოვადიანი პერიოდისთვის მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა და ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის დონე მკაცრად უნდა აკონტროლონ.

გარე შოკსა და თურქული ლირის კრიზისს, ხელისუფლების მოგონილი უწოდა დღეს საპარლამენტო ოპოზიციამ. მთავრობის ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ეკონომიკური გუნდი გარე ფაქტორებს თავის მართლების მიზნით იგონებს.

„თიბისი ბანკის“ ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ გაუფასურების ეს ტალღა მთლიანად გარე ფაქტორს უკავშირდება და შიდა პროცესებთან არანაირი შეხება არ აქვს.

ლარის კურსი დაეცა ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევრო 3 ლარი გახდა, რაც გუშინდელთან შედარებით 8 თეთრიანი ცვლილებაა.

დღის ამბები