17 ნოემბერი 2018,   20:11
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალი - პრეზიდენტობის კანდიდატი ჟურნალისტებს ტვინის განძრევას ურჩევს, შემდეგ კი ბოდიშს იხდის

სალომე ზურაბიშვილის მორიგი ხმაურიანი განცხადება.  სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ტვინის განძრევა და მოვლენების უკან გადახვევა ურჩია, თუმცა შემდეგ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ იხუმრა.  

ჟურნალისტების შეურაცხყოფით და არაკორექტული ფრაზებით ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. კანდიდატად დარეგისტრირებისთვის ხელმოწერების შესაგროვებლად მისული სალომე ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლების კითხვებმა გააღიზიანა.

დამოუკიდებელი კანდიდატი მომავალი პრეზიდენტის სამუშაო ადგილის შესახებ კითხვამ გააბრაზა. წლების წინ, როცა გიორგი მარგველაშვილს „ქართული ოცნება“ სასახლიდან გამოსვლას სთხოვდა, სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ ამ თემაზე დისკუსია უნდა დასრულდეს და პრეზიდენტის სასახლეში უნდა დარჩეს. თუმცა ახლა უკვე საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსით, „ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინში ის ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს.

რომელი სასახლე უფრო შეეფერება პრეზიდენტს ათონელისა თუ ავლაბრის რეზიდენცია, სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ იმას პასუხობს, თუ სად იგრძნობს თავს კომფორტულად.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას განაცხადი პრეზიდენტობაზე გაკეთებული აქვს და ახლა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ელოდება.

მმართველ პარტიის ნაწილს სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადებებით არ მოსწონს. ამიტომ გახდება თუ არა ის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი, ჯერ უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები