23 სექტემბერი 2018,   17:13
ვრცლად
100-მდე დაზარალებული მოქალაქე - „მიკრო კრედიტის“ და "გრინ კაპიტალის" ხელმძღვანელებს თაღლითობაში ადანაშაულებენ

„მიკრო კრედიტისა“ და მისი მფლობელი კომპანიის "გრინ კაპიტალის" ხელმძღვანელებს თაღლითობაში ადანაშაულებენ. კომპანიას 100-მდე დაზარალებულისთვის 6.5 მილიონი დოლარი აქვს დასაბრუნებელი. ისინი პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ თაღლითური სქემით, რომლის შედეგადაც მოქალაქეებმა კუთვნილი თანხა დაკარგეს და ზარალი 6 მილიონ დოლარზე მეტია.

დაზარალებულების თქმით, ყოფილმა დირექტორმა, გივი კორინთელმა „მიკრო კრედიტის“ მფლობელი სააქციო საზოგადოება "გრინ კაპიტალის" წევრებთან ერთად თამასუქარების თანხა მიითვისა და კომპანია გაკოტრებამდე მიყვანა.

გივი კორინთელი რამდენიმე თვის წინ თანამდებობიდან გათავისუფლდა და მხოლოდ სააქციო საზოგადოება "გრინ კაპიტალის" წევრად დარჩა.

„კურიერი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან დაკავშირებას, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კომპანიის ახლანდელი დირექტორი გაკოტრების მიზეზებზე არ საუბრობს. ახალი ხელშეკრულებების მიუხედავად, გოგა კალანდარიშვილი, დაზარალებულებს კუთვნილი თანხის ანაზღაურებას ვერ ჰპირდება.

სააქციო საზოგადოება „გრინ კაპიტალით“ უკვე დაინტერესებულია ფინანსური პოლიცია. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება დაწყებულია ერთ-ერთი საკრედიტო კავშირის წინააღმდეგ, რომელიც "გრინ კაპიტალთან" პარტნიორობდა. დანაშაულის ნიშნების გამო, ფინანსურმა პოლიციამ კომპანიის ქონება დააყადაღა.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები