20 სექტემბერი 2018,   13:55
ვრცლად
ავლაბრის ნაცვლად ათონელის რეზიდენცია - ქვეყნის ახალი პრეზიდენტი სამუშაო ადგილს, სავარაუდოდ, შეიცვლის

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის პირველი პირი, შესაძლოა, ავლაბრის ნაცლად ათონელის რეზიდენციაში გადავიდეს. მმართველი პარტია ავლაბრის სასახლის შენახვას ბიუჯეტიდან აღარ აპირებს, რაც პრემიერის დღევანდელი გამოსვლიდან გახდა ცნობილი.

მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ სახელწიფო უწყებების შენახვა, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტის, ბიუჯეტს გაცილებით ნაკლები უნდა დაუჯდეს.

რა დაუჯდა გასულ წელს ბიუჯეტს ავლაბრის რეზიდენციის შენახვა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დღეს განცხადება არ გააკეთეს. 2016 წლის მონაცემებით, ხარჯი მილიონ ნახევარ ლარზე მეტია. 

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ასეთი მასშტაბური სასახლე პრეზიდენტის უფლებამოსილებებისთვის შეუფერებელია.

ოპოზიცია მთავარი პრობლემებიდან „ქართულ ოცნებას“ ყურადღების გადატანის მცდელობაში ადანაშაულებს. 

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინში, რადიკალურად შეცვალა პოზიცია დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა. წლების წინ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ საკითხზე დისკუსია დაესრულებინათ და პრეზიდენტის სამუშაო ოფისი ავლაბრის რეზიდენციაში დაეტოვებინათ.

არქიტექტორი, გიგა ბათიაშვილი აცხადებს, რომ ავლაბრის სასახლეში უნდა განთავსდეს მუზეუმი, სადაც ეროვნული საგანძური იქნება დაცული.

ათონელის პრეზიდენტის რეზიდენცია ამ დროისთვის დაკეტილია. ათონელის ქუჩაზე კი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სასახლის გვერდით სახლებზე ფასადს აპირკეთებენ, ქუჩაზე კი კომუნიკაციებს მთლიანად ცვლიან. გეგმის მიხედვით ათონელის ქუჩის რეაბილიტაციას ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები