02 მაისი 2024,   01:55
ვრცლად
ვაშინგტონი "ჩრდილოეთ ნაკადის 2-ის" წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს

ვაშინგტონი "ჩრდილოეთ ნაკადის 2-ის" წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. ინფრომაციას The Wall Street Journal თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავლენიანი გამოცემის ცნობით, შეზღუდვები შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც უმსხვილესი გაზსადენის პროექტში არიან ჩართულები. ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სანქციების პაკეტის შესახებ ჯერ დამტკიცებული არ არის.

წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა უნდა დაუწესდეს თუ არა სანქციები იმ კომპანიებსაც, რომლების ბალტიის ზღვაში მილები გაჰყავთ. შესაძლოა სანქციები მხოლოდ იმ ფირმებს დაეკისროს, რომლებიც პროექტს აფინანსებენ.

დონალდ ტრამპა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ნაკადის პროექტი, ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულ ხდის, რაც საერთაშორისო სტაბილურობას არღვევს.

"The Wall Street Journal"-ის ინფორმაციით, შეზღუდვების დაწესების შესახებ ოფიციალური განცხადება სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში გაკეთდება.

დღის ამბები