26 აპრილი 2024,   05:18
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე სოფელ ნასაკირალის მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები ოზურგეთში სოფელ ნასაკირალში იმყოფებოდნენ.

მოსახლეობას აზიური ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავლის პრობლემა აწუხებს. ადგილობრივების განცხადებით, წელს ისინი თხილისა და სიმინდის მოსავალს საერთოდ ვერ აიღებენ და შიმშილის ზღვარზე არიან.

მოსახლეობის თქმით, უმუშევრობის გამო, ახალგაზრდები სამუშაოდ უცხოეთში მიდის.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობის პრობლემებს მოაგვარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები