26 აპრილი 2024,   07:03
ვრცლად
სროლა დიდ ბრიტანეთში - ლონდონის ერთ-ერთ მეტროსადგურთან უცნობმა პირებმა ცეცხლი გამვლელებს გაუხსნეს

სროლა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში - ლონდონის ერთ-ერთ მეტროსადგურთან უცნობმა პირებმა ცეცხლი გამვლელებს გაუხსნეს და ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციის ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი. ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

სამძებრო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მოტივი.

დღის ამბები