26 აპრილი 2024,   04:47
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ, თანამდებობა დატოვა. მან გადადგომის შესახებ განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთა. იგი გადადგომის მიზეზად გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს ასახელებს და ამბობს, რომ თანამდებობას საკუთარი ღირსებების დასაცავად  ტოვებს. მისი თქმით, საქმიანი მოლაპარაკების შემდეგ, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ მას თავში ჩაარტყა.

იგი კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას, თითქოს პოსტიდან პოლიტიკური პროცესების გამო გადადგა.

დღის ამბები