23 იანვარი 2020,   21:06
ვრცლად
რომის პაპს, სასულიერო პირების მიერ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულზე კათოლიკური ეკლესიის არასათანადო რეაგირების გამო, რცხვენია

რომის პაპს, სასულიერო პირების მიერ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულზე კათოლიკური ეკლესიის არასათანადო რეაგირების გამო, რცხვენია.

განცხადება პაპმა ფრანცისკემ ირლანდიაში ისტორიული ვიზიტის დროს გააკეთა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაური რესპუბლიკაში ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა და სექსუალური დანაშაულის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს შეხვდება.

რომის პაპის ვიზიტი ირლანდიაში ოჯახების მსოფლიო ყრილობასაც დაემთხვა, რომელსაც კათოლიკეები სამ წელიწადში ერთხელ მართავენ.

ამასთან დაკავშირებით ხვალ პაპი ფრანცისკე დუბლინის პარკში მესას ჩაატარებს, რომელსაც 500 ათასამდე ადამიანი დაესწრება.

დღის ამბები