20 ოქტომბერი 2019,   05:57
ვრცლად
უმუშევრობა და შეჩერებული სოციალური დახმარება - გრიგოლ ვაშაძემ სოფელ მათხოჯში მცხოვრებლების პრობლემები მოისმინა

უმუშევრობა, უხარისხო შხამ-ქიმიკატები, ხელისუფლების მხრიდან სოფლის მეურნეობის სფეროს სრული უყურადღებობა, სოციალური დახმარებების შეწყვეტა და მოსახლეობის გადინება - ეს ის საკითხებია, რომლებზეც იმერეთის რაიონის სოფელ მათხოჯის  მოსახლეობამ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატთან და გაერთიანების სხვა ლიდერებთან შეხვედრისას ისაუბრა. 

მოსახლეობა აცხადებს, რომ ჩინოვნიკების კორუფციული გარიგებების გამო, რეგიონში დაბალი ხარისხის შხამ-ქიმიკატები შემოდის.

სოფლის მეურნეობა მოსახლეობისათვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სამუშაო ადგილები არ არის. მათი აზრით, გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაშია.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი საზრუნავი იქნება დასაქმება და სოფლის მეურნეობის სფეროს ხელშეწყობა. 

დღის ამბები