26 აპრილი 2024,   06:55
ვრცლად
ომი ინტერნეტით და შავი პიარი - ბრძოლა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების წინააღდეგ ახალ ფორმებს იღებს

ხელისუფლების ბრძოლა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების წინააღდეგ ახალ ფორმებს იღებს.

გაერთიანებული ოპოზიცია სოციალურ ქსელებში შავი პიარისთვის შექმნილ ინტერნეტსაიტებს წარმომავლობის დადგენას ითხოვს.

დეზინფორმაციამ, რომელიც ყალბი ანგარიშებით ვრცელდება, წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით ოპოზიციური კანდიდატები დააზარალა.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ომი ინტერნეტით და სოციალური ქსელებით კანდიდატების დისკრედიტაცია სამართლიანი არჩევნების ანგარიშში მოხვდა.

მკვლევარები ამბობენ, რომ სოციალური ქსელით ბრძოლამ კანდიდატების წინააღმდეგ იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ინტერნეტში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან.

ხშირად ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ დეზინფორმაციის ტირაჟირებისთვის ყალბი ანგარიშების მფლობელები დასპონსორებულ გვერდებს იყენებენ და ამაში სოლიდურ თანხებს ხარჯავენ. ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ამ თანხების წარმომავლობა დაადგინოს.

ევროპული საქართველოს წევრები და ლეიბორისტები ეჭვობენ, რომ ინტერნეტ ტროლები, რომლებიც პოლიტიკური ოპონენტების მაკომპრომატირებელ ინფორმაციას ავრცელებენ, ხშირად სახელმწიფო სტრუქტურებიდან ფინანსდებიან.

კიდევ ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები 2018 წლის არჩევნების მთავარ გამოწვევად ასახელებენ, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ტენდენციის სახე მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციებში ნათესაური ნიშნით დასაქმებამ.

სამართლიანი არჩევნების წინასაარჩევნო კვლევაში ყურადღება მედიაგარემოზეც არის გამახვილებული და წერია, რომ მედია პლურალიზმის გარეშე დემოკრატიული პროცესის წარმართვა შეუძლებელია.

სწორედ ამავე კონტექსტში მოხვდა რუსთავი2-ის საქმეც. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ მნიშვნელოვანია, რუსთავი 2-თან მიმართებაში სტრასბურგის სასამართლო გადაწვეტილება შენარჩუნდეს.

 

 

 

დღის ამბები