26 აპრილი 2024,   07:24
ვრცლად
ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი საგარეჯოში-ეროვნული სატყეო სააგენტომ სოფელ კოჯბაანში სამართალდამრღვევი გამოავლინა

ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის სამსახურის თანამშრომლებმა საგარეჯოში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სოფელ კოჯბაანში სამართალდარღვევით მოჭრეს 8 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანის, რომლის ტრანსპორტირებაც კამაზის მარკის მანქანით ხორციელდებოდა. სატვირთო ავტომობილი დაილუქა, ხოლო მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა. 

დღის ამბები