26 აპრილი 2024,   08:05
ვრცლად
U2 -ს ჩაშლილი კონცერტი ბერლინში-როკჯგუფის ვოკალისტს ხმა ჩაუწყდა

U2-მ ბერლინში კონცერტი გააუქმა. ამის მიზეზი ვოკალისტი გახდა, რომელმაც შოუს მსვლელობის დროს ხმა დაკარგა. როკ-ჯგუფის ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ კონცერტამდე ბონო თავს კარგად გრძნობდა, მან რამდენიმე სიმღერა შეასრულა და მოულოდნელად სიმღერის გაგრძელება ვერ შეძლო. მომღერალმა სცენიდან მაყურებელს ბოდიში მოუხადა. ადგილზე მედპერსონალიც გამოიძახეს. 45 წუთიანი მოლოდინის შემდეგ კი კონცერტი გააუქმეს. ჯგუფის აგენტის ინფორმაციით, მომხდარის მიზეზის დასადგენად ბონოს სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.

დღის ამბები