26 აპრილი 2024,   07:18
ვრცლად
მატჩი სადაც გულშემატკივართა ყურადღება არა თამაშზე, არამედ ნაკრების ვიცე -კაპიტან გურამ კაშიაზეა გადატანილი-ქართული მარშის მუქარა

საქართველო-ლატვიის საფეხბურთო დაპირისპირება ის შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთის ქომაგთა ნაწილის მთელი ყურადღება, არა საქართველოს ნაკრების თამაშზე, არამედ მის ვიცე-კაპიტან გურამ კაშიაზეა გადატანილი.  გურამ კაშიას მხარდამჭერები ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე აპირებდნენ ლგბტ სამკლაურით სტადიონზე მისვლას და ამ ფორმით კაშიასადმი სოლიდარობის დააფიქსირებს.

გურამ კაშიას მხარდასაჭერი აქცია რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა, მას შემდეგ რაც ფეხბურთელი კიდევ ერთხელ იქცა შეურაცხყოფისა და აგრესიის ობიექტად. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს უეფა-მ თანასწორობის ჯილდო გადასცა, ამას კი საქართველოში გარკვეული ჯგუფების მხრიდან აგრესიული გამოხმაურება და გურამ კაშიას მისამართით მუქარის შემცველი განცხადებები მოჰყვა.

დღევანდელი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე „ქართული მარშის“ წევრმა კონსტანტინე მორგოშიამ კაშიას მოუწოდა ბოდიში მოეხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში მორგოშიამ აქცია პერფომანსის გამართვის პირობა დადო.

კონსტანტინე მორგოშიას განცხადებით სპეციალურად ამ დღისთვის უამრავი ადამიანია მობილიზებული და მათი ნაწილი სრულიად უკონტროლოა.

გურამ კაშიამ თანასწორობის სამკლაური ერთი წლის წინ გაიკეთა და თითქმის ერთი წელია თემა აქტიური განხილვის და დიდი დაპირისპირების საგანია.

ავტორი:რუსკა გიორგაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები