26 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
მეორე წელი მოსავლის გარეშე-ფაროსანას შემოსევით დაზარალებული დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა კომპესაციას ითხოვს

მეორე წელი მოსავლის გარეშე-წელსაც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას შიმშილი ელის. ფაროსანამ მოსავალი მთლიანად გაანადგურა.

მოსახლეობა ამტკიცებს, რომ მიზეზი რის გამოც ფაროსანას განადგურება ვერ მოხერხდა ხელისუფლების არასწორი ნაბიჯებია. მოსახლეობის ნაწილი ამტკიცებს, რომ შეწამვლა ინსტრუქციის მიხედვით ზედმიწევნით შეასრულეს და შედეგად მხოლოდ ზარალი ნახეს. მოსახლეობა კომპენსაციას ითხოვს.

მთავრობა კი განმარტავს, რომ თხილის მოსავლის განადგურების მიზეზი სოკოვანი დაავადებები და ფაროსანას წინააღმდეგ არასწორი თუ დაგვიანებული წამლობაა. მთავრობის მიერ გამოყენებული შესაწამლი საშუალება კი როგორც ხელისუფლება განმარტავს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია აპრობირებული და მოსავალს არ აზიანებს.

დღის ამბები