26 აპრილი 2024,   07:01
ვრცლად
"დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია," - სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე საუბრობს

სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი სკანდალური განცხადება რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც მხარს მმართველი ძალა უჭერს, ამტკიცებს, რომ ქართულმა მხარემ თავისი მოსახლეობა თავად დაბომბა. ზურაბიშვილმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით თავისი პოზიცია "TV პირველზე," ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" დააფიქსირა.

"დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ გვინდა მთლიანობა ამ ქვეყნის, მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა რომ არცერთ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და თავისი მოქალაქეები. მართალი არის რომ ცხინვალი იყო დიდწილად დაცლილი რუსების მიერ, რაც იყო პროვოკაციის ნაწილი იქ შეიძლება კიდევ სხვა რამე იყო გარიგებები, ეს ისტორია არ დაწერილა ბოლომდე,"-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები