20 სექტემბერი 2018,   13:52
ვრცლად
"თქვა, რომ გასროლისას იქ ვიყავი და იქ იარაღები იყო" - რობაქიძის საქმის მოწმის სკანდალური ჩვენება და ხმაური სასამართლო პროცესზე

ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.  დაზარალებული მხარის პროტესტი მოწმის ჩვენებას მოჰყვა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც ამავე საქმეში მსჯავრდებული ბაშალეიშვილის ეკიპაჟის წევრი იყო დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იარაღი ადგილზე იყო და ის იქ არავის მიუტანია.

თემურ ლობჟანიძე პირველად 2013 წელს დაიკითხა, როდესაც ბუტა რობაქიძის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო. მაშინ მოწმემ განაცხადა, რომ იარაღი ადგილზე მიიტანეს. მოგვიანებით მან ჩვენება შეცვლა და თქვა, რომ ადგილზე იარაღი არავის მიუტანია და ის იქ დახვდა. მანვე აღნიშნა, რომ ცრუ ჩვენება გამომძიებლის ზეწოლის ქვეშ მისცა. თემურ ლობჟანიძემ ჩვენების შეცვლისთვის სასჯელიც მოიხადა. მან საპყრობილეში წელიწადნახევარი გაატარა.

დღევანდელ სხდომაზე მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რომ იარაღი ადგილზე დახვდა.

„თვითონ შეგნებით გადადგა ეს ნაბიჯი დღევანდელმა მოწმემ. და მაშინვე თქვა, რომ მე ვიცი, რომ დავისჯები ცრუ ჩვენებისთვის  არა, ჩვენების შეცვლისთვის მაგრამ  ვცვლი ჩვენებას იმიტომ, რომ იქ იარაღები იყო. როცა უყურა უკვე გავრცელებულ ახალ კადრებს. დღეს მოვიდა სასამართლოზე და თქვა - გასროლისას იქ ვიყავი, მე ვარ ბაშალეიშვილის ეკიპაჟის წევრი და დიახ, იქ იარაღები იყო. არავის არაფერი არ დაუდგამს, არავის არაფერი არ უქნია. ამას როგორც კი იგებს დაზარალებული მხარე დარბაზში ტეხავს ერთ ამბავს,“-განაცხადა გურამ დონაძემ.

მოწმის ჩვენებას სიცრუეს უწოდებს ბუტა რობაქიძის დედა. ია მეტრეველი ამბობს, რომ თემურ ლობჟანიძის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ უნდა დაიწყოს ძიება.

„ეს ადამიანი დღეს აბსოლუტურად ლაპარაკობდა სიცრუეს და მან კარგად აჩვენა  მაშინდელი ზონდერ პოლიციელების სახე და სწორედ მე დღეს აი ამ განცხადებას იმიტომ ვაკეთებ, რომ ბატონ გიორგი  გახარიას ყურამდე მივიდეს ეს ყველაფერი. ეს მოწმე არის დასაჭერი და ალბათ პროკურატურა აღძრავს მასზე საქმეს. იმიტომ, რომ უკვე მეოთხედ შეცვლა დღეს ჩვენება,“-განაცხადა ია მეტრეველმა. 

დღის ამბები