26 აპრილი 2024,   04:58
ვრცლად
იმდენად რეზონანსული და სერიოზული საქმეა საკუთარ კორუმპირებულ ჩინოვნიკს ხელისუფლება ხელს აღარ აფარებს - გოცირიძე ზუგდიდის ყოფილ მერზე საუბრობს

ზუგდიდის მერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემაც დატოვა. სწორედ მერის მოადგილის სახელი ფიგურირებს იმ ფარულ ჩანაწერში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა.

“შაბათის კურიერი“ ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების, მერისა და მისი მოადგილის, სავარაუდო კორუფციულ სქემაში ჩართულობის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას ამზადებდა. როგორც ცნობილია, ლაშა გოგიამ თანამდებობა მას შემდეგა დატოვა, რაც გაიგო რომ ფარულ სატელეფონო ჩანაწერს „რუსთავი2“ ფლობდა.

გოგიას გადადგომასა და მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შემცველ სატელეფონო ფარულ ჩანაწერს უკვე მოჰყვა საპარლამენტო ოპოზიციის გამოხმაურება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანა კორუფციის ჭაობშია ჩაძირული. რომან გოცირიძის განცხადებით, როგორც ჩანს ადგილობრივი ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადაფარვა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვეღარ შეძლო და გოგია თანამდებობიდან სწორედ ამიტომ გადადგა.

"როცა არჩეული პირი თანამდებობას ტოვებს ისე, რომ ერთი წელიც არ არის გასული, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზული პრობლემაა. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და მოუყვეს საზოგადოებას თუ რა ხდება. როგორც წესი, საკუთარ კორუმპირებულებს ხელისუფლება და სუს-ი არ სჯის და ყოველთვის უნდათ გადაფარონ, მაგრამ იკვეთება, რომ იმდენად რეზონანსული და სერიოზული საქმეა ეს ნაცადი ხერხი არ გამოვა და იძულებული არიან წავიდნენ ამ ნაბიჯზე და გადააყენონ. საზოგადოებამ, უნდა იცოდეს თუ რას ჩადის „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული მათი დახმარებით არჩეული ადამიანი და როგორი კორუფციის ჭაობში ჩავარდა ქვეყანა“-ამბობს რომან გოცირიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები