25 სექტემბერი 2018,   18:01
ვრცლად
პრეზიდენტობის კანდიდატის სკანდალური განცხადებები - სამოქალაქო სექტორი სალომე ზურაბიშვილს მკაცრად აკრიტიკებს 

საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სამოქალაქო სექტორის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები განსაკუთრებით დამაზიანებელია ჰააგასა და სტრასბურგში მიმდინარე პროცესებისთვის.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელი ჰააგაში, ნიკა ჯეირანაშვილის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მოწინააღმდეგე სასამართლო პროცესების გადაწვეტილებების აღსრულების დასაბლოკად გამოიყენებს.

სალომე ზურაბიშვილის პერმანენტულ ბრალდებებს გმობენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა საქმეებს კარგად იცნობენ და ევროპულს სასამართლოს აქვთ საჩივრები შეტანილი.

მესამე სექტორმა ერთობლივი განცხადება სალომე ზურაბიშვილის პირველივე ბრალდებების დროს 10 აგვისტოს გაავრცელა.

11 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკოსებს ურჩევდა აგვისტოს ომის თემა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებები, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ გამოეყენებინათ.

პოლიტიკური ზარალის გარდა, როგორც მესამე სექტორში განმარტავენ, საქართველოს დადანაშაულებამ ომის დაწყებაში შესაძლოა, ომის დროს დაზარალებულთათვის სამართლის აღსრულებას შეუქმნას პრობლემები.

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები