17 ნოემბერი 2018,   20:13
ვრცლად
გორში გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა შსს-ს ორკვირიან ვადას აძლევს - შვილმოკლული მამები აქციას თბილისში გააგრძელებენ

გორის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის მამა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორკვირიან ვადას აძლევს.

სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილის ოჯახი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ თორნიკე მერებაშვილი ავარიის შედეგად არ დაღუპულა და ის მოკლულია. 18 წლის ახალგაზრდის ოჯახი საქმეზე ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

"ჩვენ ვუყენებთ ულტიმატუმს მთავრობას. ორ კვირაში იქნეს საქმე გამოძიებული და დამნაშავე იყოს დაკავებული. ორი კვირის შემდეგ ამაზე დიდ აქციას გავაკეთებთ და უფრო მეტი ხალხი მოვალთ, უფრო მასშტაბური იქნება და უფრო უარესს მიიღებენ,“- განაცხადა მერამ მერებაშვილმა.

შვილმოკლული მამები უკვე თბილისში პარლამენტთან იმყოფებიან. აქციას რუსთაველის გამზირზე თორნიკე მერებაშვილის მამაც შეუერთდება.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ბრძოლას არ შეწყვეტს. მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება მკვლელია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები