26 აპრილი 2024,   16:11
ვრცლად
ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მეთვრამეტე საუკუნის განძი აღმოაჩინეს

ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მეთვრამეტე საუკუნის განძი აღმოაჩინეს. საუბარია ბრიტანელი მეზღვაურის კაპიტან ჯეიმს კუკის გემზე, სახელწოდებით ინდევორი, რომელიც შეერთებული შტატების სანაპიროსთან ჩაიძირა.

ჯეიმს კუკის ხომალდს მკვლევარები უკვე 25 წელია, როდ აილენდის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ.

სპეციალისტებმა ხის ფრაგმენტი აღმოაჩინეს და ის ექსპერტიზაზე გადაგზავნეს.

ისტორიული ცნობების თანახმად, ჯეიმს კუკის ხომალდი ერთ-ერთია იმ 13 გემიდან, რომელიც 1778 წელს დიდი ბრიტანეთის ძალებთან დაპირისპირებისას ამერიკელმა რევოლუციონერებმა ნიუ-პორტის სანაპიროსთან ჩაძირეს.

ინდევორის ძებნის ოპერაციას ამერიკელი მკვლევარები ავსტრალიის ხელისუფლების ხელშეწყობით ახორციელებენ.

დღის ამბები