26 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატი და მოძრაობის სხვა ლიდერები ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძე პატრიარქის ქადაგებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში კანაფის კულტივაციის საკითხის განხილვას არ დაუშვებს.

კანონპროექტის გასაუქმებლად კი პეტიციას შეადგენს. ვაშაძე ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია თითოეულ ხმას დაიცავს და არავის მისცემს არჩევნების გაყალბების უფლებას.

„აუცილებლად გააყალბებენ, დედის საფლავს გეფიცები და ზალიკოც გეფიცებათ. ქუჩიდან არ გავალთ, სანამ არ დავადებინებთ ნამდვილ შედეგს და დავუშვებთ, რომ თქვენ მოგპარონ მაგათ გამარჯვება და თქვენი არჩევანი,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები