26 აპრილი 2024,   06:27
ვრცლად
ძარცვა თბილისში - თავს ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ჯიხურს დაესხნენ

ძარცვა თბილისში - თავს ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ჯიხურს დაესხნენ. ჯიხურში ნიღბიანი მამაკაცი დღის ბოლოს შეიჭრა, გამყიდველმა ქალმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია. მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლაც. მამაკაცმა დანის მუქარით თანხის - 55 ლარის წაღება შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

სამართალდამცველებს დამნაშავე ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. 

დღის ამბები