26 აპრილი 2024,   07:09
ვრცლად
ზესტაფონის მერის გადადგომის მოთხოვნით კაბინეტთან 4 პირი მეორე დღეა შიმშილობს

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით მერვე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კახა მახათაძის კაბინეტთან მოქალაქეები არიან შეკრებილები, კარები კი წებოვანი ლენტითაა დაკეტილი. აქციის მონაწილეებიდან ოთხი ადამიანი მეორე დღეა შიმშილობს.

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეები მახათაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რადგან მათი თქმით მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული.

ვიდრე ზესტაფონის მერი თანამდებობას არ დატოვებს, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

დღის ამბები