26 აპრილი 2024,   17:13
ვრცლად
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია იაკობაშვილისგან ჟურნალისტები და მესამე სექტორი განმარტებებს ელოდებიან

საზოგადოებრივი მაუწყებლების ბორდის დღევანდელ სხდომაზე სამეურვეო საბჭოს წევრის, გია იაკობაშვილისგან განმარტებებს ელოდებიან.

საქმე ეხება 12 სექტემბერს საზოგადოებივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს შეხვედრის ჩანაწერის წაშლას.

იკვეთება თუ არა მომხდარში დანაშაულის ნიშნები - პროკურატურას მომხდარის გამო გამოძიების დაწყება გუშინ საიამ ოფიციალურად თხოვა.

სამეურვეო საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია მხოლოდ ტექნიკური საკითხების განხილვა.

"ჩანაწერი განადგურდა მხოლოდ იმიტომ რომ  ის შეიცავდა ძალიან დიდი მნიშვნელობის ინფორმაციას, ეს იყო ფაქტობრივად დოკუმენტი თუ როგორ არ გააჩნია არც შრომის პოლიტიკის დოკუმენტი საზოგადოებრივ მაუწყებლის მენეჯმენტს, ადამიანების გათავისუფლება მოხდა სრულიად უსამართლოდ“-ამბობს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი.

დღის ამბები